Accessibility links

საქართველოსთან დაკავშირებული ზოგიერთი პუბლიკაციის შესახებ, რომელიც წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნდა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 11 დეკემბრის გაზეთ “გაზეტაში” დაიბეჭდა ინტერვიუ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში დიტერ ბოდენთან.

მისი თქმით, ამ დღეებში დასრულდა თითქმის ორწლიანი მუშაობა ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც ეძღვნება თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსლებათა გამიჯვნას ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში.

კითხვაზე-დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ორივე მხარე მიიღებს ამ დოკუმენტს განსახილველად-დიტერ ბოდენმა უპასუხა:

გიგა
მინდა მქონდეს ამის იმედი, თუმცა აფხაზური მხარე დღესაც ითხოვს სრულ დამოუკიდებლობას და არანაირი პირობებით არ სურს საქართველოს შემადგენლობაში შესვლა. დოკუმენტი, რომელიც განსახილველად წარედგინება თბილისსა და სოხუმს, გამოხატავს მსოფლიო თანამეგობრობის? პოზიციას გაეროს სახით. აგრეთვე, ერთობლივ პოზიციას ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, რომელთა წარმომადგენლები ამუშავებდნენ ხელშეკრულების პროექტს უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ასეთი ავტორიტეტული დოკუმენტი უბრალოდ ? უარყოფილი იქნება.

თამუნა
“გაზეტას” ინტერვიუში საუბარი შეეხო პანკისის ხეობის პრობლემასაც. დიტერ ბოდენი აღნიშნავს, რომ გაეროს მისიას არა აქვს მანდატი ამ ტერიტორიაზე, ამასთან მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობა უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაზე. მისი აზრით, პანკისის პრობლემა საჭიროებს ფუნდამენტურ მოგვარებას, რაც ერთობლივად უნდა განახორციელონ საქართველომ და რუსეთმა. დიტერ ბოდენის თქმით, ედუარდ შევარდნაძის და ვლადიმირ პუტინის უკანასკნელი შეხვედრა იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ორივე მხარე გამოძებნის ამ საკითხის გადაწყვეტის ურთიერთმისაღებ ფორმას.

გიგა
გაზეთი “ტრუდი” კი, თავისი პუბლიკაციებით კვლავინდებურად ცდილობს დაძაბულობის შეტანას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში; მაგალითად, ცალმხრივად აშუქებს პანკისის პრობლემას? და არანაირად არ აინტერესებს ის სიძნელეები, რის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო თავად რუსეთის მეცადინეობის შედეგადაც.
“ტრუდის” 14 დეკემბრის ნომერში მოყვანილია საქართლოში რუსეთის ყოფილი ელჩის ფელიქს სტანევსკის სიტყვები, რომ ტერორისტები ჩეჩნეთიდან და სხვა მუსლიმური რესპუბლიკებიდან ისევ არიან პანკისის ხეობაში, სვანეთსა და გორის რაიონში.
ფელიქს სტანევსკინმ გაზეთს აგრეთვე განუცხადა-ციტატა: ისეთი საკითხები, როგორიცაა, გელაევის ადგილსამყოფელი, ბოევიკების დაფინანსება და მათი გადასროლა სხვადასხვა ადგილებში-ყველაფერი ეს არის ოფიციალური თბილისის არაკეთილმეზობლური პოლიტიკის გამოვლენა რუსეთის მიმართ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ უარყოფდა ბოევიკების ყოფნას თავის ტერირორიაზე, რის გამოც რუსეთისა და თვით საქართველოსათვის უაღრესად სახიფათო სიტუაცია შეიქმნა-ციტატის დასასრული.

თამუნა
15 დეკემბრის “ნეზავისიმაია გაზეტა” აღნიშნავს, რომ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტმა სომხეთში. ერევანში არ მალავენ კმაყოფილებას იმის გამო, რომ მეზობელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის სწორედ სომხეთი აირჩია. თუმცა, გაზეთის თქმით, ეს ფაქტი განსხვავებულად შეფასდა საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რომელთაგან ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძემ დაუშვა დიპლომატიური შეცდომა, როცა ერევანი ამჯობინა აზერბაიჯანს ან თურქეთს, რომლებთანაც საქართველოს საკმაოდ მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები აქვს დამყარებული.
მაგრამ ასეთი მიდგომა საკმაოდ ზედაპირულად გამოიყურება-წერს გაზეთი და განაგრძობს:

გიგა
ქალბატონი ბურჯანაძის ვიზიტს სულაც არ ჰქონდა საპროტოკოლო მნიშვნელობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამგზავრების ძირითადი მიზანი იყო სომხეთის პოზიციის ზონდაჟი ტრანსნაციონალურ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროგრამებთან, ინოგეიტსა და ტრასეკასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ტრასეკას წევრი-ქვეყნების კონფერენცია ამ დღეებში შედგა თბილისში. სომხეთი ოფიციალურად არის ტრასეკას წევრი, მაგრამ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამ პროგრამებისა და რიგი ანალოგიური პროექტების რეალიზაცია ძნელი წარმოსადგენია, თუ არ მოგვარდება რეგიონული კონფლიქტები, განსაკუთრებით კი, ყარაბაღის დაპირისპირება. ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველო გააკეთებს ყოველივე შესაძლებელს იმისათვის, რომ სომხეთი ჩაერთოს ამ პროგრამებში, მეტიც, თავის თავზე აიღებს შუამავლის როლს სომხეთის ურთიერთობებში თურქეთსა და აზერბაიჯანთან.
XS
SM
MD
LG