Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ავიაციამ დღეს შეამცირა


შეერთებული შტატების ავიაციამ დღეს შეამცირა თავისი აქტიურობა თორა ბორის რეგიონში

შეერთებული შტატების ავიაციამ დღეს შეამცირა თავისი აქტიურობა თორა ბორის რეგიონში
შეერთებული შტატების ავიაციამ დღეს შეამცირა თავისი აქტიურობა თორა ბორის რეგიონში.
როგორც ცნობილია, თორა ბორას რეგიონიდან, სადაც გამაგრებული იყვნენ ისინი, ალ ყაიდელებმა შეწყვიტეს მასიური წინააღმდეგობა. არეალში ბრძოლები ლამის შეწყდა. თალიბების და ალ ყაიდის რაზმების მოწინააღმდეგე ძალებმა დღეს საქვეყნოდ ჩამოატარეს მათ მიერ წუხელ დაჭერილი ალ ყაიდის მებრძოლებს.
ანტითალიბანური ძალების ერთ ერთმა მეთაურმა ჰაჯი ზაჰირმა არ გაუმხილა ჟურნალისტებს თავისი აზრი ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ.
აშშს საგანგებო რაზმები განაგრძობენ ბინ ლადენის ძებნას.
სამხრეთის ქალაქ ყანდაარის ერთ-ერთმა მმართველმა, ჰაჯი ღულალაიმ, ის ოფიციალურად დაზვერვის სამსახურის მეთაურად ითვლება, ,თქვა, რომ თალიბების სულიერი ლიდერი მოლა მოჰამად ომარი, თავის ერთგულ 500 კაცთან ერთად მთებში იმალება.
ამასობაში ქაბულში დღეს 12 წლიანი შესვენების შემდეგ გაიხსნა შეერთებული შტატების საელჩო. ქაბულში სალჩოს გახსნისას, საგანგებო დავალებათა ელჩმა ჯეიმს დობინსმა თქვა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის პირველი ნაწილები ქაბულში მომავალ შაბათს ჩავლენ.
XS
SM
MD
LG