Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ფრაქციამ “ახალი მემარჯვენეები” დღეიდან


საპარლამენტო ფრაქციამ “ახალი მემარჯვენეები” დღეიდან პარლამენტის პლენარული სხდომების ბოიკოტირება დაიწყო.

საპარლამენტო ფრაქციამ “ახალი მემარჯვენეები” დღეიდან პარლამენტის პლენარული სხდომების ბოიკოტირება დაიწყო.
ამ ნაბიჯის მიზეზია პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის დანიშვნა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ. ფრაქციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიწაძის დანიშვნა ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილებისა და სახელისუფლო შტოებს შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ერთი ოჯახის ხელში აქცევს, ამასთან პროკურატურას იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს უქვემდებარებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG