Accessibility links

logo-print

დეპუტატმა გურამ შარაძემ პარლამენტის დღევანდელ


დეპუტატმა გურამ შარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ეუთო ქართული ენის საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა.

დეპუტატმა გურამ შარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ეუთო ქართული ენის საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა.
დღესვე შარაძემ მოითხოვა, პარლამენტს დღის წესრიგში შეეტანა “სახელმწიფო ენის შესახებ” პრეზიდენტის კანონპროექტის განხილვის საკითხი. შარაძის განცხადებით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის და, ნაწილობრივ ეუთოსთვისაც, მიუღებელი გამოდგა კანონპროექტის ის დებულება, რომლის თანახმადაც ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, შარაძემ ისაუბრა, აგრეთვე, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელზე, დიტერ ბოდენზე. დეპუტატის თქმით, თუ დადასტურდა ბოდენის შესახებ მასმედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს ეს დიპლომატი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნების წინააღმდეგი იყოს, მაშინ უნდა დადგეს საქართველოდან მისი გაძევების საკითხი.
XS
SM
MD
LG