Accessibility links

logo-print

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური დემარში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 დეკემბერს პარლამენტის პლენარულმა სხდომამ დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილების მიუხედავად, საპარლამენტო კრიზისის აღმოფხვრაზე საუბარი ნაადრევია.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევიდან ერთი თვის თავზე, ნინო ბურჯანაძეს პარლამენტართა ერთი ჯგუფი უნდობლობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზს ტოვებს

საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში სხდომების ბოიკოტირების მეთოდის პიონერად ფრაქცია “აღორძინება” ითვლება, რომლის მიერ წინა მოწვევის პარლამენტში სხდომების ბოიკოტს რაიმე განსაკუთრებული გავლება პარლამენტის მუშაობაზე არ მოუხდენია, 2001 წელს უკვე გაერთიანებული საპარლამენტო ოპოზიციიის დემარშისგან განსხვავებით, როცა კვორუმის არარსებობის გამო სხდომების ჩაშლის შემთხვევებმა ქრონიკული ხასიათი მიიღო.
ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” მხრიდან 18 დეკემბერს გამოცხადებულმა პროტესტმა, რაც ისევ და ისევ სხდომებზე დაუსწრებლობაში გამოიხატება, საეჭვოა, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს. სამაგიეროდ, ფაქტია, რომ ამ დემარშის მიზეზმა თუ საბაბმა, საკმაოდ შელახა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური იმიჯი. დღეს საქართველოში, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს ბურჟანაძის ოჯახთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის ასე ვთქვათ პოპულარიზაციაში ახალ მემარჯვენეებს ლომის წილი მიუძღვით. გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ნინო ბურჯანაძის მეუღლის, სამხედრო პროკურორის ბადრი ბიწაძის დანიშვნა ახალმა მემარჯვენეებმა პოლიტიკურ კორუფციად და ინტერესთა კონფლიქტად ჩათვალეს. 17 დეკემბერს მათ ამ საკითხზე დასკვნის გასაკეთებლად ანტიკორუფციულ საბჭოს მიმართეს. 18 დეკემბერს კი უკვე პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების შესახებ გააკეთეს განცხადება. დავით გამყრელიძის განმარტებით:

[დავით გამყრელიძე – ხმა] “ ჩვენ ვერ დავუშვებთ საკომიტეტო თუ კომისიური გზით ამ ფაქტის დროში გაწელვას და მიფუჩეჩებას. დღეს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს და პროტესტი ნიშნად ვტოვებთ სხდომას მანამ, სანამ წერტილი არ დაესმება ამ უმსგავსოებას.”

მემარჯვენეების მიერ უმსგავსოებად შეფასებული სიტუაციის დასრულება დავით გამყრელიძეს ასე წარმოუდგენია – გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა მის საკადრო პოლიტიკის გამო და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომხდარის პოლიტიკური შეფასება. რაც აპირებს გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე – ამის თაობაზე ოფიცილურად მას არაფერი განუცხადებია. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძის განცხადებით:

[ნინო ბურჯანაძე – ხმა ] “ მე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ თვისთვად ის ფაქტი, რომ ბატონი დავითი და მისი ფრაქცია არ დაელოდა არც ერთი ამ უწყების მიერ გამოტანილ დასკვნას და აკეთებენ პოლიტიკურ დემარშს, ვფიქრობ, ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა დგას ამ სამართლიანობისა და ზნეობრიობისათვის ბრძოლის უკან.”

მისივე ინფორმაციით, საპროცედურო და საგამოძიებო კომისიებს დაევალათ შეისწავლონ, რამდენად სამართლიანია ახალი მემარჯვენეების ბრალდებები ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე
XS
SM
MD
LG