Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები


შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები და შვეულმფრენები განაგრძობენ აღმოსავლეთი ავღანეთის თორა ბორის მთიანეთის დაბომბვას.

შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები და შვეულმფრენები განაგრძობენ აღმოსავლეთი ავღანეთის თორა ბორის მთიანეთის დაბომბვას.
პენტაგონის წარმომადგენლის, რიჩარდ მაკგროუს ცნობით, სამხედრო ავიაციის იერიშების ობიექტია მოძრავი სამიზნეები; ანუ ცეცხლს უხსნიან თალიბანისა და “ალ ყაიდის” იმ მებრძოლებს, რომლებიც რეგიონიდან გაქცევას ცდილობენ. დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პოლ ვოლფოვიცმა, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანიის დამთავრებაზე საუბარი ნაადრევია. ამასთანავე, პენტაგონმა დაადასტურა, რომ კვლავინდებურად უცნობია საერთაშორისო ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელი.
XS
SM
MD
LG