Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა, რწმენა გამოთქვა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, გასულიყო 1972 წლის ანტისარაკეტო ხელშეკრულებიდან, უარყოფითად არ იმოქმედებს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაზე.

ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელების თათბირზე, რამსფელდმა ერთხელ კიდევ დაასაბუთა ამ ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გამოსვლის აუცილებლობა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. [დონალდ რამსფელდის ხმა] დონალდ რამსფელდმა დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა უნდა შეინარჩუნოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას უფლება.
XS
SM
MD
LG