Accessibility links

logo-print

სამხრეთ ევროპაში უჩვეულოდ სუსხიანი ამინდი


სამხრეთ ევროპაში უჩვეულოდ სუსხიანი ამინდი დგას.

სამხრეთ ევროპაში უჩვეულოდ სუსხიანი ამინდი დგას.
თურქეთში, სტამბოლის მახლობლად, დიდთოვლობის გამო სერიოზული შეფერხებები აღინიშნება სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლაში. გზაში გაიჭედა მატარებელი, რომელშიც ათასზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ვაგონებში გათბობა არ მუშაობს. მაშველები ცდილობენ, მგზავრებს ცხელი საკვები მიაწოდონ. საბერძნეთსა და იუგოსლავიაში თოვლისა და ქარბუქის გამო რამდენიმე აეროპორტი დაიხურა. მძიმე ვითარებაა ბულგარეთშიც, სადაც ბევრ რაიონს წყლისა და დენის მიწოდება შეუწყდა. ზოგიერთ ქვეყანაში მკვეთრად იმატა ყინვისგან დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა.
XS
SM
MD
LG