Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ციხეში გადაყვანისას გაიქცა სულ


პაკისტანში ციხეში გადაყვანისას გაიქცა სულ ცოტა 35 უცხოელი, რომელიც ავღანეთში თალიბების მხარეზე იბრძოდა. 6 მათგანის კვლავ დაკავება მოხერხდა.

პაკისტანში ციხეში გადაყვანისას გაიქცა სულ ცოტა 35 უცხოელი, რომელიც ავღანეთში თალიბების მხარეზე იბრძოდა. 6 მათგანის კვლავ დაკავება მოხერხდა.
დაცვის განიარაღების მცდელობისას მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა სულ ცოტა 10 ადამიანი – პატიმრები და დაცვა. ავღანეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ”ალ ყაიდის” 150-ზე მეტი მეომარი და უცხოელი იქნა აყვანილი ტყვედ ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრის გადალახვის მცდელობისას. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო განაგრძობს ოსამა ბინ ლადენის ძებნას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვოლფოვიცმა განაცხადა, რომ თუკი ბინ ლადენმა ავღანეთის ტერიტორია დატოვა და რომელიმე ქვეყანამ შეიფარა იგი, ეს ქვეყანა შეერთებულ შტატების მხრიდან პასუხს მიიღებს. [ვოლფოვიცის ხმა] ”ჩემის აზრით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა უჭკოუდ მოიქცევა, თუკი შეგნებულად შეიფარებს ბინ ლადენს. ჩემის აზრით, მათ ნახეს, რა მოუვიდათ თალიბებს და ეს მათთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოსო.” ინდოეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯეიმს დობინსმა დღეს დელიში განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის აღკვეთა, რომ ”ალ ყაიდის” ზოგიერთი წევრი გადავიდეს პაკისტანში. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ პაკისტანის ხელისუფლება საჭირო ზომებს მიმართავს მათ შესაპყრობად.
XS
SM
MD
LG