Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთი დათანხმდა უხელმძღვანელოს ათასხუთასკაციან


დიდი ბრიტანეთი დათანხმდა უხელმძღვანელოს ათასხუთასკაციან საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტს ავღანეთში.

დიდი ბრიტანეთი დათანხმდა უხელმძღვანელოს ათასხუთასკაციან საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტს ავღანეთში.
წარმომადგენელთა პალატის წინაშე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯეფრი ჰუნმა თქვა, რომ ეს ჯარები ავღანეთის დროებით მთავრობას დაეხმარება ქაბულსა და მის გარშემო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. [ჯეფრი ჰუნის ხმა] ”ამ ჯარების მოვალეობა იქნება ავღანეთის დროებითი ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა ქაბულსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. უსაფრთხოებისთვის ძირითადი პასუხისმგებლობა დროებითი ხელისუფლების პრეროგატივა იქნება.” ჰუნის თქმით, სამშვიდობო კონტინგენტის ძირითადი ნაწილის განთავსება უკვე ამ თვის ბოლოს შეიძლება დაიწყოს. მაგრამ ბრიტანეთის დაახლოებით 100-200 ჯარისკაცისგან შემდგარი მეწინავე რაზმი ქაბულში შეიძლება ჩავიდეს უკვე შაბათს, როცა თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება დროებითი მთავრობა. დღეს ლონდონში გაიმართა მსოფლიოს იმ 17 ქვეყნის სამხედორო ექსპერტთა თათბირი, რომლებიც მზად არიან თავიანთი ჯარები გააგზავნონ ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ფარგლებში. ბონში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ავღანეთში გათვალისწინებულია სამიდან ხუთი ასათამდე საერთაშორისო მშვიდობისდამცველის განთავსება. როგორც ვარაუდობენ, გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე ხვალ შეიძლება მოიწონოს შესაბამისი რეზოლუცია.
XS
SM
MD
LG