Accessibility links

logo-print

ოთხშაბათს შედგა შეერთებული შტატებისა და


ოთხშაბათს შედგა შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის, სატელეფონო საუბარი.

ოთხშაბათს შედგა შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის, სატელეფონო საუბარი.
საუბრის დროს, რომელიც ამერიკის მხარის ინიციატივით გაიმართა, განხილულ იქნა ის ვითარება, რომელიც შეიქმნა მას მერე, რაც ამერიკამ გადაწყვიტა გავიდეს 1972 წლის ანტისარაკეტო თავდაცვის ხელშეკრულებიდან. როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, პუტინმა კვლავ შეცდომა უწოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი არ იქონიებს ზომოქმედებას რუსეთის უშიშროებაზე. თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბუშმა წამოჭრა ბირთვული იარაღის მარაგის შემდგომი შემცირებისა და თავდაცვის სფეროში მეტი ღიაობის საკითხები. პრეზიდენტებმა განიხილეს აგრეთვე რუსეთში ბუშის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტი მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG