Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდი "საგადასახო ოაზისების" წინააღმდეგია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლება ცალკეული "საგადასახადო ოაზისების" შექმნის ტრადიციას, როგორც ჩანს, ძნელად ელევა, რის გამოც სისტემატურ საყვედურებს იღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან.

ამ შენიშვნებმა ბოლო პერიოდში კატეგორიული ხასიათი შეიძინა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდო კოქსში იმდენი ცლილება შევიდა, რომ მისი თავდაპირველი ვარიანტისაგან მხოლოდ კანონის სახელწოდებაღა დარჩა. ეს აურაცხელი და პერმანენტული ცვლილებები ძირითადად სხვადასხვა სფეროში საგადასახადო შეღავათების დაწესებას ან ამგვარი შეღავათების გაუქმებას ეხებოდა. ცვლილებების ინტენსივობა და ხასიათი დამოკიდებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების გავლენასა და ლობირების ოსტატობაზე. ათასჯერ გადაწერილი საგადასახადო კოდექსის და ფისკალური პოლიტიკის ხილული შედედი კი წლობით დეფიციტური ბიუჯეტი, სეკვესტრების სერია და კონტრაბანდის მოზღვავება გახლავთ.

საბიუჯეტო პრობლემები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებისას ტრადიციულად ყველაზე სუსტი წერტილია, რის გამოც ყოველი მისიის სტუმრობისას პროგრამის დაფინანსების საკითხი სათუო ხდება.

დევიდ ოუენის ვიზიტის მსვლელობისას გაკეთებული კომენტარებიც ამის დასტურია. "საქართველოში აუცილებელია ახალი საგადასახადო პოლიტიკის გატარება, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზების დონის ზრდა. ამასთან, მთავრობამ ორიენტაცია არ უნდა აიღოს საგადასახადო განაკვეთების შემცირებაზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება", აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი. როგორც ჩანს, ამ განხცადადების შედეგია ის საპარლამენტო განხილვა, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებამ დღეს უკვე დაიწყო და რომელიც სწორედ საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებებს შეეხება, თუმცა რამდენად შეელევიან გავლენიანი ეკონომიკური ჯგუფები უკვე არსებულ "ფისკალურ ოაზისებს", ეს ჯერ კიდევ გამოკვეთილი არ არის.

ფონდმა თავის პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისასაც დააფიქსირა. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები საგადასახადო სისტემაში და მისი ადმინისტრირება შესაძლებებილ გახდება მხოლოდ პარლამენტის მიერ "საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ" ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ.

რაც შეეხება "ლიცენზირების შესახებ" კანონს, რომელიც მსოფლიო ბანკის მოთხოვნით უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული, დოკუმენტი უკვე ამ კვირაში განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, - აღნიშნავს საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელი.

პარლამენტს ორივე საკითხის განხილვა ფორსირებულად მაინც მოუწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წელს უკვე არმიღებული საგარეო დახმარებების ტრადიცია ამგვარი "სიჯიუტის" გამო შესაძლოა მომავალ წელსაც "წარმატებით" გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG