Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს უფლებამოსილება


გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს უფლებამოსილება მიანიჭა მრავალეროვან ძალებს, რომელიც ბრიტანეთის თაოსნობით იზრუნებს მშვიდობის დაცვაზე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში.

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს უფლებამოსილება მიანიჭა მრავალეროვან ძალებს, რომელიც ბრიტანეთის თაოსნობით იზრუნებს მშვიდობის დაცვაზე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში.
უშიშროების საბჭოს თხუთმეტივე წევრი მანდატს მიემხრო სამშვიდობო ძალების მოწინავე ჯგუფის, დაახლოებით 250 ბრიტანელი ჯარისკაცის განთავსებამდე სულ ორი დღით ადრე. მშვიდობისდამცველთა განთავსების დღესვე, შაბათს, გაიმართება ავღანეთის ახალი, გარდამავალი პერიოდის მთავრობის იანუგურაცია.
ახალი ჯარის, ”უშიშროების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების” მანდატი 6 თვე იმოქმედებს. შესაძლებელი იქნება ამ ვადის გაგრძელება. კონტინგენტს დაევალება მთავრობის შენობების დაცვა, რათა გარდამავალი პერიოდის ხელმძღვანელობას 22 წლიანი ომის დამთავრების შანსი მიეცეს. ამასთან უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არ არის დასახელებული მშვიდობისდამცველთა რაოდენობა, რომელიც ბრიტანეთის შეფასებით, საბოლოოდ ხუთი ათასს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG