Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დღეს ჯარისკაცები და ტანკები


ისრაელმა დღეს ჯარისკაცები და ტანკები გაიყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქებიდან ნაბლუსიდან და რამალაჰიდან. ამ ტერიტორიებზე პალესტინელთა თვითმმართველობა ვრცელდება.

ისრაელმა დღეს ჯარისკაცები და ტანკები გაიყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქებიდან ნაბლუსიდან და რამალაჰიდან. ამ ტერიტორიებზე პალესტინელთა თვითმმართველობა ვრცელდება.
ისრაელის არმიის მიერ გავრცელებული ცნობით, მისმა ჯარებმა დღეს რეიდები განახორციელა იორდანეს დასავლეთი ნაპირის რამდენიმე დასახლებაში, და დააპატიმრა სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი 11 პალესტინელი.

ამ ზომებამდე რამდენიმე საათით ადრე განახლდა უშიშროების საკითხებში პალესტინელებისა და ისრაელის წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრები. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა უშიშროების უწყების ლიდერის, ჯიბრილ რაჯუბის განცხადებით, მოლაპარაკებაზე წინსვლას ვერ მიაღწიეს.

ამასობაში ქაიროში იკრიბებიან არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის განსახილველად. შეხვედრას, რომელზეც სულ ცოტა 15 არაბი მინისტრი შეიკრიბება, გაუძღვება იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბდულა ალ ხატიბი.

როგორც ვარაუდობენ, მინისტრები მხარდაჭერას გამოუცხადებენ პალესტინელთა ხელმძღვანელობას, განმეორებით მოითხოვენ რეგიონში უცხოელი მეთვალყურეების განთავსებას, და დაგმობენ ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციას.
XS
SM
MD
LG