Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მოსკოვში ვიზიტად მყოფმა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ლეშეკ მილერმა და მისმა რუსმა კოლეგამ, მიხაილ კასიანოვმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას ორმხრივი ვაჭრობის შესახებ, რომლითაც გამიზნულია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ამასთან, მთელი ღამე მოლაპარაკების მიუხედავად, მხარეებმა ვერ შეძლეს ერთსულოვნების მიღწევა კონკრეტულ შეთანხმებებზე, ასე მაგალითად გაზით მომარაგების საკითხზე. მაგრამ მილერის თქმით, დეკლარაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ხოლო რუსეთის პრეზიდმენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც დღეს უფრო ადრე შეხვდა მილერს, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესების გზაზეა.

მოსალოდნელია რომ პუტინი იანვარში, ვარშავაში ვიზიტისას მოაწერს ხელს უფრო დეტალურ შეთანხმებას გაზით მომარაგების საკითხზე.
XS
SM
MD
LG