Accessibility links

logo-print

პაკისტანი ავღანეთის ახალ მთავრობასთან დიპლომატიური


პაკისტანი ავღანეთის ახალ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას აპირებს.

პაკისტანი ავღანეთის ახალ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას აპირებს.
პაკისტანის საგარეო უწყების პრესმდივანმა, აზიზ აჰმედ ხანმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობა გააგზავნის დიპლომატს, რომელიც თალიბებთან პაკისტანის ელჩი იყო. ელჩი არიფ აიუფი პაკისტანმა ქაბულიდან გაიწვია ოქტომბერში, ანტიტერორისტული კოალიციის საჰაერო ოპერაციების დაწყებამდე. პაკისტანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თალიბანი აღიარა 1996 წელს, ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, და უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც თალიბანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ვიდრე რეჟიმი დაემხობოდა. ხანის თქმით, აიუფი დაესწრება შაბათს ავღანეთის ახალი მთავრობის ინაუგურაციას და პაკისტანი იმავე დღეს სცნობს ამ მთავრობას.
XS
SM
MD
LG