Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს ბაქოში ასობით ადამიანი შეიკრიბა


ხუთშაბათს ბაქოში ასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციონერ ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მხრივ ზეწოლის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.

ხუთშაბათს ბაქოში ასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციონერ ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მხრივ ზეწოლის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.
ოპოზიციურ გაზეთ ”ენი მუსავათის” რედაქტორმა, რაუფ არიფოღლიმ დემონსტრაციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მოქმედება საფრთხეს უქმნის თავისუფალ პრესას. მთავრობამ დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა და ცნობებში არაფერია ნათქვამი რაიმე ინციდენტის შესახებ. ბოლო დროს მთავრობამ რამდენიმე ოპოზიციური გაზეთი დახურა, ზოგი გაზეთის წინააღმდეგ კი სარჩელი შეიტანა. გუშინ პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის წამყვანი გაზეთებისა და ტელეარხების რედაქტორებს შეხვდა, შეზღუდვების გამო შეშფოთება გამოთქვა და ჟურნალისტებს ვითარების გამოსწორებას დაჰპირდა. მაგრამ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის თავმჯდომარემ, აზერ ჰასერმა დღეს განაცხადა, რომ ალიევის სიტყვები ამჯერადაც მხოლოდ დაპირებად დარჩება.
XS
SM
MD
LG