Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ის


საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ის მზად არის არგენტინის მთავრობის ახალ ეკონომიკურ გუნდთან სათანამშროლოდ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ის მზად არის არგენტინის მთავრობის ახალ ეკონომიკურ გუნდთან სათანამშროლოდ.
ამასთან ფონდს არ აღუთქვამს ახალი, კონკრეტული დახმარება ეკონომიკური კრიზისით მოცული ქვეყნისათვის. როგორც სავალუტო ფონდის პრესმდივანმა, თომას დოუსონმა ვაშინგტონში განაცხადა, ორგანიზაცია არგენტინისაგან მოელის ”ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით რეალური პროგრამის შემუშავებას”. [დოუსონის ხმა]: ”ჩვენ ველოდებით არგენტინის ახალი მმართველი გუნდის შექმნას. ისინი შეაფასებენ ვითარებას. ჩვენ კი მათთან კონტაქტი გვექნება, როცა ისინი თავიანთ პროგრამას შეიმუშავებენ.” დღეს უფრო ადრე, არგენტინის პრეზიდენტმა, ფერნანდო დე ლა რუამ მიიღო ეკონომიკის მინისტრ, დომინგო კავალიოს გადადგომა, მაგრამ გადაგომაზე უარი უთხრა მთავრობის დანარჩენ წევრებს. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, გუშინ არეულობებმა იფეთქა. გუშინვე პრეზიდენტმა 30 დღით ”სამხედრო მდგომარეობა” გამოაცხადა.
არგენტინიდან მოსული ინფორმაციით, დედაქალაქში ორი დღის მანძილზე დაიღუპა 16 და დაშავდა 150 ადამიანი.
XS
SM
MD
LG