Accessibility links

ინდოეთმა დღეს თავისი ელჩი გაიწვია


ინდოეთმა დღეს თავისი ელჩი გაიწვია პაკისტანიდან და განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან ამ ქვეყანასთან წყვეტს სარკინიგზო და საავტობუსო მიმოსვლას.

ინდოეთმა დღეს თავისი ელჩი გაიწვია პაკისტანიდან და განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან ამ ქვეყანასთან წყვეტს სარკინიგზო და საავტობუსო მიმოსვლას.
პაკისტანის სპეცსამსახურებს ინდოეთი იმ ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებმაც გასულ კვირაში, დელიში, იერიში მიიტანეს პარლამენტის შენობაზე. იმ თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ისლამაბადმა უარყო ეს ბრალდება და გამოთქვა წინადადება, ჩატარდეს ინციდენტის ერთობლივი გამოძიება. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, აზიზ ხანის განცხადებით, ისლამაბადი არ აპირებს დელიდან თავისი ელჩის გაწვევას. [აზიზ ხანის ხმა] “პაკისტანის მთავრობა სინანულს გამოთქვამს ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ისლამაბადიდან გაეწვია თავისი უზენაესი წარმომადგენელი. პაკისტანი არ აპირებს საპასუხო ნაბიჯის გადაგმას. პირიქით, არსებულ დაძაბულ ვითარებაში მას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია ურთიერთკავშირის ყველა არხის გამართული მოქმედება.”
XS
SM
MD
LG