Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ რუსეთისა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ რუსეთისა და დსთ-ის სხვა ქვეყნების მეთაურებს მიმართა თხოვნით, მანდატი გაუგრძელდეს კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ რუსეთისა და დსთ-ის სხვა ქვეყნების მეთაურებს მიმართა თხოვნით, მანდატი გაუგრძელდეს კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებს.
მანდატს ვადა 31 დეკემბერს ეწურება. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ,,აფხაზეთის ხელმძღვანელობა კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს წინადადებას რუსი მშვიდობისდამცველების სხვა ძალებით ჩანაცვლების შესახებ”. შამბას თქმით, აფხაზთა მხარე ,,ფორმატის შეცვლისა და სამშვიდობო ოპერაციების ინტერნაციონალიზაციის წინააღმდეგია”.
XS
SM
MD
LG