Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლად


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეკლესიის ჩართვის ინიციატივა გამოთქვა.

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეკლესიის ჩართვის ინიციატივა გამოთქვა.
პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში კოკოითმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით “კარგ იდეად” და პირველ “დადებით ნაბიჯად” ქართველი ბიზნესმენების მიერ ცხინვალში ეკლესიის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს. ედუარდ კოკოითი 6 დეკემბერს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. საქართველოს ხელისუფლება, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ცხინვალის არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
XS
SM
MD
LG