Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ კარზაი, დღეს ქაბულში დაბრუნდა.

ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ კარზაი, დღეს ქაბულში დაბრუნდა.
ხვალისთვის დაგეგმილია დროებითი მთავრობის კურთხევის ცერემონია. მთავრობა 30 წევრისგან შედგება. გუშინ ავღანეთის დედაქალაქში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო სამხედრო ძალების პირველი კონტინგენტი ჩავიდა. ბრიტანელი მედესანტეები ქაბულის მახლობლად მდებარე ბაგრამის აეროპორტში განთავსდნენ. ხვალ, დროებითი მთავრობის ინაუგურაციის ცერემონიაზე, ავღანეთის უშიშროების ძალების მოსამსახურეებთან ერთად, 75 ბრიტანელი მედესანტეც იქნება. დღეს გერმანია დათანხმდა, უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ფარგლებში ავღანეთში 1200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიავლინოს. მისიის ხანგრძლივობა ექვსი თვით განისაზღვრა. ზუსტად ამდენ ხანს იმოქმედებს დროებითი მთავრობაც. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის მანდატი დაამტკიცა. ამ ჯარის რიცხობრივმა შემადგენლობამ ხუთი ათასს არ უნდა გადააჭარბოს.
XS
SM
MD
LG