Accessibility links

logo-print

დაძაბულობა პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებასა და


დაძაბულობა პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებასა და ისლამისტ ესტრემისტებს შორის კვლავინდებურად დიდია, მიუხედავად იმისა, რომ “ჰამასის” ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ დროებითი ზავი გამოაცხადა.

დაძაბულობა პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებასა და ისლამისტ ესტრემისტებს შორის კვლავინდებურად დიდია, მიუხედავად იმისა, რომ “ჰამასის” ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ დროებითი ზავი გამოაცხადა.
დღეს, ღაზის ლტოლვილთა ბანაკში, ექსტრემისტებსა და პალესტინელ პოლიციელებს შორის მომხდარ შეტაკებებში დაიღუპა ხუთი, ხოლო დაიჭრა 60-მდე ადამიანი. ისრაელი დარწმუნებულია, რომ “ჰამასის” მიერ გამოცხადებული ზავი მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკური ხრიკია. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, “ჰამასი” ცდილობს, შექმნას მოჩვენებითი შთაბეჭდილება, თითქოს პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა, იასირ არაფატმა, ექსტრემისტთა ტერორისტული საქმიანობის ალაგმვა მოახერხა. “ჰამასის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰასან იუსეფმა, დღეს გამოაცხადა, რომ მისი დაჯგუფება დროებით სწყვეტს ისრაელის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას, აგრეთვე, იერიშებს ებრაელთა დასახლებებზე. ეს ნაბიჯი იუსეფმა პალესტინელთა შორის ერთიანობის შენარჩუნებისკენ სწრაფვით ახსნა. დღესვე, იუსეფის განცხადება დაადასტურა “ჰამასის” კიდევ ერთმა ლიდერმა, აბდელ აზიზ ალ რანტისიმ. [ალ რანტისის ხმა] შეგახსენებთ, რომ იასირ არაფატმა ახლახან კანონგარეშედ გამოაცხადა “ჰამასი” და რამდენიმე სხვა ექსტრემისტული დაჯგუფება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, გუშინ გამართულ საგანგებო სხდომაზე, არაფატს მხარდაჭერა გამოუთქვა. მაგრამ ისრაელმა კატეგორიულად უარყო გაეროს რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო მეთვალყურეთა განთავსებისკენ.
XS
SM
MD
LG