Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის პარლამენტმა ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტ


არგენტინის პარლამენტმა ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტ ფერნანდო დე ლა რუას გადადგომა და ხვალისთვის გადადო დებატები მისი მემკვიდრის შესახებ.

არგენტინის პარლამენტმა ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტ ფერნანდო დე ლა რუას გადადგომა და ხვალისთვის გადადო დებატები მისი მემკვიდრის შესახებ.
დე ლა რუას გადადგომა მოჰყვა მძაფრ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ხელისუფლებამ ძალით ჩაახშო. ოთხშაბათისა და ხუთშაბათის საპროტესტო გამოსვლებს ორი ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დემონსტრაციების ტალღა მთავრობის წარუმატებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია. არგენტინის საგარეო ვალი 132 მილიარდ დოლარს აღწევს. დღეს ქვეყნის მთავრობამ ორი დღის წინათ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმა.
XS
SM
MD
LG