Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ


შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ავიაკომპანია “ამერიკან ეირლაინზის” კუთვნილ თვითმფრინავში გუშინ მომხდარ ინციდენტს,

შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ავიაკომპანია “ამერიკან ეირლაინზის” კუთვნილ თვითმფრინავში გუშინ მომხდარ ინციდენტს,
როცა მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ტერორისტის უვნებელყოფა მოახერხეს. ტერორისტმა სცადა, აემოქმედებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდა დამონტაჟებული. როგორც შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო იუწყება, საუბარია სინთეტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დაკავებული – ეროვნებით შრილანკელი – ბრიტანეთის პასპორტით მოგზაურობდა. თვითმფრინავი, რომელიც, ორი ავიაგამანადგურებლის თანხლებით, პარიზიდან მაიამიში მიფრინავდა, მშვიდობიანად დაჯდა ბოსტონის აეროპორტში. თვითმფრინავში 197 ადამიანი იმყოფებოდა. დღესვე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებულთან შეხვედრა სურს.
XS
SM
MD
LG