Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებამ რომის პაპს


პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებამ რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს, მიმართა თხოვნით, მხარი დაუჭიროს მას კონფლიქტში ისრაელის მთავრობასთან,

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებამ რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს, მიმართა თხოვნით, მხარი დაუჭიროს მას კონფლიქტში ისრაელის მთავრობასთან,
რომელმაც ავტონომიის ლიდერს, იასირ არაფატს, აუკრძალა ისრაელის ტერიტორიით, ქალაქ ბეთლემში ჩასვლა. არაფატს იქ საშობაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა სურს. პალესტინელთა თვითმმართველობის წარმომადგენლის, აჰმედ აბდულ რაჰმანის თქმით, იასირ არაფატს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ისევე როგორც წინა წლებში, წლეულსაც ჩავიდეს ბეთლემში. ისრაელის მთავრობამ არაფატს ისრაელში შესვლა აუკრძალა, განაცხადა რა, რომ პალესტინელთა ავტონომია საკმარისად არ ზრუნავს ტერორისტთა მოღვაწეობის ალაგმვაზე.
XS
SM
MD
LG