Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვალერი ლოშჩინინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში ლიკვიდირებულია “არა მხოლოდ დე იურე, არამედ დე ფაქტოც”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვალერი ლოშჩინინის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში ლიკვიდირებულია “არა მხოლოდ დე იურე, არამედ დე ფაქტოც”.
ლოშჩინინის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. ვალერი ლოშჩინინის აზრით, ეს საკითხი “დახურულად” უნდა ჩაითვალოს. მისივე განცხადებით, ამ საკითხის ირგვლივ არსებული გარკვეული გაუგებრობა ხელოვნურ ხასიათს ატარებს, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ ბაზა აღარ არსებობს, იქ აღარ არის იარაღი და ტექნიკა. ამავე დროს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისი ვერ დაადასტურებს გუდაუთის ბაზის დახურვის ფაქტს, ვიდრე ამ ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგი არ განხორციელდება.
XS
SM
MD
LG