Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ცნობილმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა


შეერთებული შტატების ცნობილმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა “ტაიმმა” “წლის ადამიანის” წოდება ნიუ იორკის მერს, რუდოლფ ჯულიანის მიანიჭა.

შეერთებული შტატების ცნობილმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა “ტაიმმა” “წლის ადამიანის” წოდება ნიუ იორკის მერს, რუდოლფ ჯულიანის მიანიჭა.
ეს პატივი ჯულიანის იმ როლისთვის ხვდა, რომელიც მან 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგების დაძლევის პროცესში შეასრულა. უკვე 70 წელიზადზე მეტია, რაც ჟურნალი “ტაიმი” ყოველწლიურად ასახელებს ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებას ყველაზე ღრმა კვალი დააჩნიეს: დადებითი ან უარყოფითი. წლეულს ჟურნალის საინტერნეტო გვერდზე მკითხველებმა “წლის ადამიანად” ოსამა ბინ ლადენის დასახელებას დაუჭირეს მხარი. მეორე ადგილზე, მათი აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უნდა გასულიყო. მაგრამ “ტაიმის” რედაქციამ არჩევანი ჯულიანიზე შეაჩერა. იანვარში 57 წლის ჯულიანი დატოვებს მერის თანამდებობას, რომელიც მას რვა წელია, უკავია. ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადაა.
XS
SM
MD
LG