Accessibility links

საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავიანთ


საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავიანთ აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს:

საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავიანთ აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს:
ავიაკომპანია “ამერიკან ეირლაინზის” კუთვნილ თვითმფრინავში შაბათს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ტერორისტის უვნებელყოფა მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ პარიზიდან მაიამიში მიმავალ “ბოინგ 767”-ში ტერორისტმა სცადა, აემოქმედებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდა დამონტაჟებული. როგორც შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო იუწყება, საუბარია სინთეტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. დაკავებულის ეროვნების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ტერორისტი ბრიტანელია. მაგრამ საფრანგეთის ხელისუფალთა ცნობით, დაკავებული ეროვნებით შრილანკელია და იგი ბრიტანეთის მოქალაქის ყალბი პასპორტით მოგზაურობდა. თვითმფრინავი, რომელშიც 197 ადამიანი იმყოფებოდა, მშვიდობიანად დაჯდა ბოსტონის აეროპორტში.
XS
SM
MD
LG