Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


ინდოეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ამ ქვეყანაში პაკისტანის საელჩოს თანამშრომელი, მოჰამად შარიფ ხანი, და მას ქვეყნის დატოვება უბრძანა.

ინდოეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ამ ქვეყანაში პაკისტანის საელჩოს თანამშრომელი, მოჰამად შარიფ ხანი, და მას ქვეყნის დატოვება უბრძანა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნირაპუმა რაოს განმარტებით, გუშინ დელის პოლიციამ დააკავა ინდოეთის პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელსაც პაკისტანელი დიპლომატისთვის თავდაცვის, ბირთვული ენერგიისა და გემთმშენებლობის დარგებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადაეცა. ამ ორიოდე დღის წინათ ინდოეთმა პაკისტანიდან თავისი ელჩი გაიწვია. პაკისტანის სპეცსამსახურებს ინდოეთი იმ ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებმაც გასულ კვირაში, დელიში, იერიში მიიტანეს პარლამენტის შენობაზე. იმ თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. გუშინ, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად, სამი ინდოელი მესაზღვრე დაიღუპა. ინციდენტის შემდეგ სასაზღვრო რაიონში ორივე ქვეყანამ დამატებითი სამხედრო ძალები გადაისროლა.
XS
SM
MD
LG