Accessibility links

logo-print

ჩინეთში ექვს ადამიანს სხვადასხვა ვადით


ჩინეთში ექვს ადამიანს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმისთვის, რომ ინტერნეტში ათავსებდნენ აკრძალული რელიგიური მოძრაობა “ფალუნგონის” მასალებს.

ჩინეთში ექვს ადამიანს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმისთვის, რომ ინტერნეტში ათავსებდნენ აკრძალული რელიგიური მოძრაობა “ფალუნგონის” მასალებს.
როგორც ჰონკონგის ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი იუწყება, გასამართლებულ პირთაგან ოთხი პეკინის უნივერსიტეტის პედაგოგია. ერთ-ერთ მათგანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1999 წლის ივლისში “ფალუნგონის” მოძრაობა ჩინეთის ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა. მთელს ქვეყანაში დაიხურა სამლოცველოები. “ფალუნგონის” ათასობით აქტივისტი და რიგითი წევრი სასჯელს იხდის ციხეებსა და შრომა-გასწორების ბანაკებში.
XS
SM
MD
LG