Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ


საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ “AES მტკვრის” მე-10 ენერგობლოკში, შაბათს მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერაქტის შედეგი ყოფილიყო.

საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ “AES მტკვრის” მე-10 ენერგობლოკში, შაბათს მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერაქტის შედეგი ყოფილიყო.
ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ დღეს ეროვნული რადიოთი გამოსვლისას განაცხადა. გუშინ პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ენერგოკრიზისის დასაძლევად სადღეღამისო რეჟიმით მუშაობს. შტაბს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ხელმძღვანელობს. მე-10 ენერგობლოკში მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩერდა მე-9 ენერგობლოკიც და თბილისს თბოსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით. ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, ასეთი სიმძლავრის აფეთქება მხოლოდ დივერსიის შედეგად შეიძლებოდა მომხდარიყო.
XS
SM
MD
LG