Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი მთავრობა და ქვეყნის უსაფრთხოება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შაბათს ქაბულში ავღანეთის ახალი მთავრობის ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა.

მთავრობის მეთაურია პუშტუნების ტომის წარმომდგენელი ჰამიდ კარზაი. ცერემონიას ეწრებოდნენ სხვადასხვა ტომებისა და დაჯგუფებების ლიდერები. კარზაი მიესალმა ყველას – როგორც თავის მოწინააღმდეგეებს, ისე მომხრეებს. ორშაბათს 29 წევრიანი კაბინეტის მუშაობის პირველი დღე იყო.

ტელეკომპანია CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში კარზაიმ აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის უსაფრთხოება.

უთანხმოება კარზაის ორდღიან მთავრობასა და კოალიციას შორის, რომელსაც შეერთებული შტატები უძღვება, აფერხებს უცხო ძალების დისლოკაციას. რიგით ავღანელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს ძალები დაამყარებენ მშვიდობას ამბიციურ საველე მეთაურებს შორის.

კარზაი შეიძლება აკონტროლებდეს ქაბულში მოქმედ ჩრდილოეთი ალიანსის პატრულებსა და უცხო ძალებს, მაგრამ მრავლდაა ისეთი ადგილებიც, სადაც თალიბანის წინააღმდეგობა არ არის ჩახშობილი და სადაც ოსამა ბინ ლადენსა და მისი “ალ ყაიდის” წევრებს შეუძლიათ დამალვა.

კარზაიმ პირობა დადო, რომ ბინ ლადენსა და თალიბანის ლიდერს მოლა მოჰამად ომარს – ორ ადამიანს რომლებმაც, მისი სიტყვით, უდიდესი ზიანი მიაყენეს ავღანეთის მიწა-წყალსა და მოსახლეობას, წარადგენს მართლმასაჯულების წინაშე.

აბდულ რაშიდ დოსტუმმა, ეთნიკურ უზბეკთა მეთაურმა, რომელმაც გააკრიტიკა მთავრობის შემადგელობა, ორშაბათს გამოთქვა სურვილი, რომ მისი 50 ათასი მეომარი, საბოლოო ჯამში, გახდეს მომავალი ეროვნული შეიარაღებული ძალების ნაწილი.

მან თქვა, აგრეთვე, რომ თალიბანის ათასობით მებრძოლი არ არის დაკავებული.

“ჩრდილოეთ ავღანეთში ისინი დაამარხცეს, მაგრამ ქვეყნის სხვა ნაწილებში მათ უბრალოდ სახე შეიცვალესო,“ აღნიშნა დოსტუმმა.

გასულ კვირაში კოალიციამ განაცხადა, რომ თალიბანისა და “ალ ყაიდის” დაახლოებით 7 ათასი მებრძოლია დაკავებული ავღანეთში, მაგრამ, ცნობებით, “ალ ყაიდის” კიდევ ორმა ათასმა წევრმა პაკისტანში გაქცევა მოახერხა.

კვირას, პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა, რომელიც ჩინეთში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ თვით ბინ ლადენი შეიძლება მოკლულია თორა ბორაზე შეერთებული შტატების საჰაერო თავდასხმის მსვლელობაში.

მაგრამ კარზაის თქმით, მას არ გააჩნია ცნობა ბინ ლადენის სიკვდილის თაობაზე, სამაგიეროდ, ორი დღის წინ მიიღო სარწმუნო ინფორმაცია ომარის ადგილსამყოფელის შესახებ.

კარზაიმ განაცხადა, აგრეთვე, რომ თალიბანის დამხობა, რეჟიმისა, რომელმაც ქვეყნად ისლამის კანონის ფუნდამენტალისტური ვერსია დაამყარა, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

მაგრამ შეერთებულ შტატებს კრიტიკის ქარცეცხლი დააყდა თავს მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს საჰაერო თადსხმაში 65 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ტომთა მეთაურები, რომლებიც, როგორც ჩანს, კარზაის ინაუგურაციაზე მიემართებოდნენ.

პენტაგონი იმართლებს თავს, რომ დაბობმა “ალ ყაიდისა” და თალიბანის წევრების ბადრაგი.

მაგრამ პაკიტას პროვინციის ზარდანის ტომის მეთაური გულმა დინი ირწმუნება, რომ მოკლულები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

“შეერთებული შტატების კიდევ ერთი ასეთი საშინელი თავდამხმა და ჩვენ ჰამიდ კარზაის მთავრობის წინააღმდეგ დავიწყებთ შეიარაღებულ ბრძოლასო”, თქვა მან.

დინის გაფრთხილება დაემატა ტომებისა და ფრაქციების ლიდერების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას კარზაის კაბინეტის შემადგენლობის თაობაზე. მთავრობაში შედიან წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც ერთმანეთს შორის, ხშირად, მტრულ დამოკიდებულებაში არიან.

გაეროს შუამავლობით შედგენილ მთავრობას, რომელშიც ორი ქალი შედის, 6 თვის მანდატი აქვს.

ამის შემდეგ ლოია ჯირგა – ტომების მეთაურთა დიდი საბჭო – აირჩევს მთავრობას მომავალი ორი წლისთვის. საბჭოს ავღანეთის ყოფილი მეფე, 87 წლის ზაჰირ შაჰი დაესწრება.

ავღანეთის მთავრობას დიდი სამუშაო ელის. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 43 წელია, ოთხიდან ერთი ბავში ვერ აღწევს ხუთ წელს, 100 ახალშობილიდან 16 იღუპება, მოსახლეობის მხოლოდ 12-ტ პროცენტს მიუწვდება ხელი სასმელ წყალზე განათლების სისტემა მოშლილია.

ოთხიდან ხუთ მილიონადე ავღანელი – ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ერთი მეორთხედი, ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს, უმთავრესად პაკისტანსა და ირანში.
XS
SM
MD
LG