Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა ეთნიკურ უზბეკთა შენაერთების სარდალი, გენერალი აბდულ რაშიდ დოსთუმი.

ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა ეთნიკურ უზბეკთა შენაერთების სარდალი, გენერალი აბდულ რაშიდ დოსთუმი.
კომენტარი გაუკეთა რა თავის ამ ნაბიჯს, კარზაიმ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილედ დოსთუმის დანიშვნა ეროვნული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. დღესვე, ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კარზაიმ თქვა, რომ ახლახან მიიღო ინფორმაცია თალიბანის სულიერი ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის შესაძლო ადგილსამყოფლის თაობაზე. კარზაის თქმით, მოლა ომარს დატყვევებისთანავე გაასამართლებენ. ამასობაში, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საგანგებო შენაერთები, ავიაციის მხარდაჭერით, “ალ ყაიდის” მებრძოლთა ინტენსიურ ძებნას განაგრძობენ. ავღანეთის ისლამური პრესის სააგენტოს ცნობით, დატყვევებულ იქნა ავღანელი თალიბების სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე.
ანტიტერორისტული კოალიციის საინფორმაციო ცენტრის უფროსის, კენტონ კითის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ოსამა ბინ ლადენი თორა ბორის მთიანეთის დაბომბვისას დაღუპულიყო.
XS
SM
MD
LG