Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნების მთავრობები აკრიტიკებენ ისრაელის


ევროპის ქვეყნების მთავრობები აკრიტიკებენ ისრაელის გადაწყვეტილებას, აეკრძალა პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატისთვის, დასწრებოდა საშობაო მესას ბეთლემში.

ევროპის ქვეყნების მთავრობები აკრიტიკებენ ისრაელის გადაწყვეტილებას, აეკრძალა პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატისთვის, დასწრებოდა საშობაო მესას ბეთლემში.
ევროპის ქვეყნების მთავრობები აკრიტიკებენ ისრაელის გადაწყვეტილებას, აეკრძალა პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატისთვის, დასწრებოდა საშობაო მესას ბეთლემში. საფრანგეთის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის ეს გადაწყვეტილება ჩირქს სცხებს ისრაელის ხელმძღვანელობის იმიჯს. მანამდე ვატიკანმა ამ გადაწყვეტილებას ”თვითნებურად დაწესებული აკრძალვა” უწოდა. შარონის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრეს ევროპის კავშირმა, ისრაელის კაბინეტის ზოგიერთმა მინისტრმა და ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავმა, რომელიც შარონის პარტიის წევრია. არაფატი საშობაო მესას ბეთლემში ყოველ წელს ესწრება 1995 წლიდან მოკიდებული. მაგრამ წელს ისრაელის ხელისუფალთ მოითხოვეს, რომ სანამ ბეთლემში ჩასვლის უფლებას მიიღებდა, მას ისრაელის კაბინეტის ოქტომბერში მოკლული წევრის მკვლელები უნდა დაეპატიმრებინა.
XS
SM
MD
LG