Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქრისიტიანთა უდიდესი ნაწილი დღეს


მსოფლიოს ქრისიტიანთა უდიდესი ნაწილი დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მსოფლიოს ქრისიტიანთა უდიდესი ნაწილი დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.
რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ წარმოთქვა ტრადიციული მიმართვა მორწმუნეთა მიმართ – urbi et orbi – ”ქალაქს და მსოფლიოს.” მიმართვის უდიდესი ნაწილი ეძღვნება შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლ ბავშვებს. ”რელიგია ვერ შეეგუება ძალადობას”, თქვა რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას. [პაპის ხმა] ”დაე ღვთის წმინდა სახელი არასოდეს იქნეს გამოყენებული სიძულვილის გასამართლებლად. ნურასოდეს იქნება იგი გამოყენებული შეუწყნარებლობისა და ძალადობის გასამართლებლად. დაე, ბეთლემელი ყრმის ნაზმა პირისახემ შეგვახსენოს, რომ ყველას ერთი მამა გვყავს.” მიმართვის წაკითხვის შემდეგ პაპმა ყველას უსურვა ბედნიერი შობა მსოფლიოს 60 ენაზე, მათ შორის ქართულად. საშობაო ღონისძიებების ხილვა ასობით მილიონ ადამიანს შეუძლია მსოფლიოს 47 ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG