Accessibility links

აფხაზეთი არ აპირებს თავის ტერიტორიაზე


აფხაზეთი არ აპირებს თავის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას.

აფხაზეთი არ აპირებს თავის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას.
გამონაკლისია მხოლოდ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების მოღვაწეობისათვის, განუცხადა პრაიმ-ნიუსს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გივი აგრბამ. აფხაზეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკაა ნეიტრალიტეტი, აღნიშნა მან. აგრბას თქმით, ოთხი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის - აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთის, მთიანი ყარაბაღის და დნესტრისპირეთის მიერ სამხედრო ბლოკის შექმნის იდეა ამ მომენტში არ განიხილება. თუმცა, ასეთი შესაძლებლობის საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება, თქვა მან.
XS
SM
MD
LG