Accessibility links

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ტერიტორიაზე


თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო განთავსება ოფიციალურ ერევანს აწუხებს,

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო განთავსება ოფიციალურ ერევანს აწუხებს,
განუცხადეს სააგენტო მედიამაქსს სომხეთის ძალოვან სტრუქტურებში თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კომენტირებისას, რომელიც მარნეულის აეროდრომზე თურქეთის თვითმფრინავების განთავებას ითვალისწინებს. ეს ინფორმაცია ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების შტაბზე დაყრდნობით გაავრცელა ინტერნეტ-საიტმა Strana.Ru- მ. ინფორმაციის თანახმად, მარნეულის სამხედრო აეროდრომი თურქეთის დახმარებით ნატოს სტანდარტების შესაბამისად იყო მოდერნიზებული და ამჟამად შეუძლია ნებისმიერი სახის თვითმფრინავების მიღება, მათ შორის გამანადგურებელი ავიაციის და მძიმე ბომბდამშენების. წყარომ აღნიშნა, რომ თურქეთის სამხედრო ავიაციის შესაძლო განთავსება სომხეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს ეწინააღმდეგება საქართველოს ხელმძღვანელების განცხადებებს.
XS
SM
MD
LG