Accessibility links

logo-print

რატომ არ შეუშვეს იასირ არაფატი ბეთლემში?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ისრაელმა მთავრობის გადაწყვეტილებას, ბეთლემის საშობაო წირვაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა პალესტინელთა ლიდერის.

მაჰმადიანი იასირ არაფატისთვის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. თავად პალესტინელები ამ ნაბიჯს ტყვიებით გამოეპასუხნენ: ორშაბათს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ტერიტორიაზე ებრაელი მოსახლე მოკლეს, სამშაბათს დილით კი იქ მეზობელი იორდანიიდან გადავიდა შეიარაღებულ პალესტინელთა ჯგუფი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ისრაელის სასაზღვრო პატრულს. შეტაკებაში დაიღუპა ისრაელის არმიის ერთი მოსამსახურე, ხოლო მძიმედ დაიჭრა სამი ჯარისკაცი.

ეს იყო ყველაზე სერიოზული შეტაკება საკმაოდ მშვიდობიან ისრაელ-იორდანიის საზღვარზე ამ ორ სახელმწიფოს შორის 1994 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

ისრაელმა არ მოისურვა შეტაკების დეტალების გამხელა, აღნიშნა მხოლოდ, რომ იორდანიის ჯარისკაცებმა მიიღეს სრული მონაწილება ოპერაციაში ისრაელის მხარეს.

მაგრამ იორდანიის სახელმწიფო მინისტრმა სალეხ ყალაბმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარებს არ გადაუკვეთიათ საზღვარი და, რომ არ არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ შეიარაღებული ჯგუფი ისრაელში იორდანიიდან გადავიდა.

ხსენებულ ძალადობამდე დახლოებით ერთი კვირით ადრე არაფატი – საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინტენსიური ზეწოლის შედეგად, მოეთოკა ისრაელში თვითმკვლელთა ტერაქტებზე პასუხისმგებელი ექსტრემიტები – გამოვიდა ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით.

1995 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ქალაქი ბეთლემი პალესტინელთა თვითმმათრველობას გადაეცა, არაფატი ტრადიციულად ესწრებოდა შუაღამის საშობაო წირვას ბეთლემის წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში, რომელიც ქრისტეშობის ეკლესიას აკრავს.

წლეულს ისრაელმა არ გამოიჩინა კეთილი ნება, არ გაუწია ანგარიში საერთაშორისო მოწოდებებს და პალესტინელთა ლიდერი წირვაზე არ დაუშვა.

ისრაელის ოფიციალური პირები თვლიან, რომ არაფატმა არ მოიმოქმედა ყველაფერი ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობის აღსაკვეთად.

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა, თავის მხრივ, აკრძალვა რელიგიის თავისუფლების ხელყოფად ჩათვალეს და განაცხადეს, რომ ის არაფატის ავტორიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

ეკლესიაში, არაფატის ადგილზე იდგა სკუფიით – არაფატის უჯრედებიანი თავსაფრით – შემკული ცარიელი სკამი.სკამს ამშვენებდა წარწერა ინგლისურად: “მისი აღმატებულება იასირ არაფატი, პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტი.”

არაფატი იძულებული გახდა დაკმაყოფილებულიყო თავისი ხალხისადმი სატელევიზიო მოწოდებით ქალაქ რამალიდან. მან თქვა, რომ “ისრაელის მიერ ღვთისმორწმუნე და მშვიდობის მომხრე ადამიანისთვის ბეთლემში წასვლის აკრძალვა ბოროტმოქმედებაა”.

ვატიკანმა აკრძალვას “თვითნებური გადაწყვეტილება” უწოდა. ორშაბათს საფრანგეთმა ისრაელის გამაკრიტიკებელი განცხადება გააკეთა.

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა მიქელ საბამ, რომელმაც მოინახულა არაფატი ორშაბათ დილას, წირვაზე თქვა, რომ არაფატის ბეთლემში დაშვება მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ევროპის კავშირმა კვირას დაგმო ისრაელის გადაწყვეტილება არ დაეშვა არაფატი ბეთლემში; ხოლო შეერთებულმა შტატებმა არაოფიციალურად მოითხოვა ისრაელისგან აკრძალვის გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრეზიდენტმა, მოშე კაცავმა, მხარი დაუჭირა კრიტიკას და აღიარა, რომ არაფატისთვის ბეთლემის წირვაზე დასწრების აკრძალვა შეცდომა იყო.
XS
SM
MD
LG