Accessibility links

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ


მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჯენინის მახლობლად პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელ ჯარისკაცებს, რომლებიც მეზობლად მდებარე ებრაულ დასახლებას იცავდნენ.

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჯენინის მახლობლად პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელ ჯარისკაცებს, რომლებიც მეზობლად მდებარე ებრაულ დასახლებას იცავდნენ.
ამ თავდასხმის შემდეგ ჯენინში შევიდნენ ისრაელის არმიის ტანკები, რამაც გაცხარებული სროლა გამოიწვია. დღესვე, ისრაელის ჯარის ნაწილები იორდანეს დასავლეთი ნაპირის დაბა აზუნში შევიდნენ და დააპატიმრეს ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი 17 პალესტინელი. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ცნობით, დაკავებულთა შორის ხუთი პალესტინელი პოლიციელია. დღეს, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარე ერეცის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში, ისრაელისა და პალესტინელთა უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შიმონ პერესმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება უკრაინაში, განაცხადა, რომ ურთიერთობა ისრაელისა და პალესტინელთა ხელმძღვანელებს შორის ოდნავ გაუმჯობესდა. თუმცა, პერესის თქმით, მშვიდობის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია გასავლელი.
XS
SM
MD
LG