Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, ქაბულში, ავღანეთის დროებითი მთავრობის


დღეს, ქაბულში, ავღანეთის დროებითი მთავრობის მეორე სხდომა გაიმართა.

დღეს, ქაბულში, ავღანეთის დროებითი მთავრობის მეორე სხდომა გაიმართა.
მთავრობის თავმჯდომარის, ჰამიდ კარზაის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა ერთიანი ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაა. ამ მიზნისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად კარზაიმ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ეთნიკურ უზბეკთა შენაერთების სარდლის, გენერალ აბდულ რაშიდ დოსთუმის დანიშვნა დაასახელა. დღესვე, ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობამ აღიარა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება წინააღმდეგობის რამდენიმე კერა. ანტიტერორისტული კოალიციის საინფორმაციო ცენტრის უფროსის, კენტონ კითის განცხადებით, სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები არ შეწყდება, ვიდრე ოსამა ბინ ლადენი და “ალ ყაიდის” სხვა ხელმძღვანელები, აგრეთვე, თალიბანის სულიერი ლიდერი, მოლა მოჰამად ომარი, კოალიციის მოკავშირეთა ხელში არ აღმოჩნდებიან. კითმა დასძინა, რომ აღმოსავლეთი ავღანეთის თორა ბორის მთიანეთში შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების შენაერთების დამატებითი ძალები გადაისროლეს.
XS
SM
MD
LG