Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული ტერორისტი რიჩარდ რიდი, რომელმაც


დაკავებული ტერორისტი რიჩარდ რიდი, რომელმაც შაბათს, პარიზიდან მაიამიში მიმავალ თვითმფრინავში სცადა, ფეხსაცმლის ქუსლში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აემოქმედებინა,

დაკავებული ტერორისტი რიჩარდ რიდი, რომელმაც შაბათს, პარიზიდან მაიამიში მიმავალ თვითმფრინავში სცადა, ფეხსაცმლის ქუსლში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აემოქმედებინა,
შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ლონდონის იმავე მეჩეთთან, რომლის მრევლის წევრი იყო 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, საფრანგეთის მოქალაქე ზაკარია მუსაუი. როგორც ლონდონის ბრიქსტონის მეჩეთის წარმომადგენელმა, აბდულ ჰაყ ბეიკერმა, განაცხადა, წვრილმანი დანაშაულებისთვის რიჩარდ რიდს არაერთხელ მოუხდია სასჯელი და მაჰმადიანადაც ციხეში მოექცა. ბეიკერის თქმით, 1998 წლის გარკვეულ პერიოდში რიდი და მუსაუი ერთ დროს ესწრებოდნენ მეჩეთში გამართულ ღვთისმსახურებებს. თუმცა, ცნობილი არ არის, შეხვედრიან თუ არა ისინი ერთმანეთს. შაბათს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მრავალი ქვეყნის აეროპორტებში გამკაცრებულ იქნა უსაფრთხოების ზომები. “ამერიკან ეირლაინზის” კუთვნილი თვითმფრინავი, რომელშიც 197 ადამიანი იმყოფებოდა, მშვიდობიანად დაჯდა ბოსტონის აეროპორტში.
XS
SM
MD
LG