Accessibility links

logo-print

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი


საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი ეგრეთ წოდებული “ევროგვირაბი” დღეს დროებით დაიკეტა

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი ეგრეთ წოდებული “ევროგვირაბი” დღეს დროებით დაიკეტა
– მას შემდეგ, რაც ღამით რამდენიმე ასეულმა ლტოლვილმა, ფეხით, ბრიტანეთის ტერმინალამდე ჩასვლა სცადა. ლტოლვილები ორ ჯგუფად გაიყვნენ. პირველმა, დაახლოებით 150-კაციანმა ჯგუფმა, გვირაბში სადგურ კოკელთან შეაღწია. დაკავების მომენტში ამ ჯგუფის წევრებს გზის ერთი მეოთხედი ჰქონდათ გავლილი. მეორე ჯგუფმა (400-მდე კაცის შემადგენლობით) რამდენიმე საათის შემდეგ, იმავე სადგურ კოკელთან, იერიშით სცადა გვირაბში შესასვლელის აღება. მოიერიშეების მოსაგერიებლად პოლიციას ცრემლმდენი გაზის გამოყენება მოუხდა. დაკავებული ლტოლვილები საფრანგეთის ქალაქ სანგატის წითელი ჯვრის ცენტრში დააბრუნეს. იქ ცხოვრობენ არალეგალური იმიგრანტები აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთი ევროპიდან.
XS
SM
MD
LG