Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების პრესცენტრის

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ლუცკევიჩის აზრით, სავსებით გამართლებულია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ახალქალაქში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხში.

კერძოდ, ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ ბაზის გატანის თაობაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში ლუცკევიჩმა თქვა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიცია “შეესაბამება რეგიონში არსებულ რეალიებს”, რადგან ახალქალაქის ბაზის მუშაობაზე დამოკიდებულია, სულ ცოტა, ხუთი ათასი ოჯახის კეთილდღეობა. ლუცკევიჩის თქმით, ახალქალაქიდან ბაზის გატანის შემთხვევაში ათასობით ადამიანი ქუჩაში დარჩება. ედუარდ შევარდნაძემ მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე თქვა, რომ ახალქალაქის სამხედრო ბაზის გაყვანის შემთხვევაში საჭირო იქნება იმდენი სამუშაო ადგილის შექმნა, რამდენიც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის დასასაქმებლად.
XS
SM
MD
LG