Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ “უსაფუძვლო”

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ “უსაფუძვლო” უწოდა ერაყის მტკიცებას, თითქოს ამ ქვეყნის საჰაერო დაცვის სამსახურს, ფრენისთვის აკრძალულ ზონაში, ამერიკა-ბრიტანეთის კოალიციის თვითმფრინავი დაეზიანებინოს.

პენტაგონის წარმომადგენლის, ჯეფ დევისის განცხადებით, დავალების შესრულების შემდეგ, კოალიციის ყველა თვითმფრინავი უვნებლად დაბრუნდა თავის ბაზაზე. ეს ეხება როგორც შეერთებული შტატების, ისე დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავებს. შეგახსენებთ, რომ ფრენისთვის აკრძალული ზონები შემოღებულ იქნა ათი წლის წინათ, ბაღდადის აგრესიისგან ეთნიკური ქურთებისა და ერაყში მცხოვრები შიიტი მაჰმადიანების დასაცავად.
XS
SM
MD
LG