Accessibility links

ინდოეთის განცხადებით, მიმდინარეობს მისი ჯარისკაცების


ინდოეთის განცხადებით, მიმდინარეობს მისი ჯარისკაცების განთავსება პაკისტანთან საზღვარზე, ხოლო სარაკეტო შეიარაღება საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

ინდოეთის განცხადებით, მიმდინარეობს მისი ჯარისკაცების განთავსება პაკისტანთან საზღვარზე, ხოლო სარაკეტო შეიარაღება საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
იგივეს აცხადებს პაკისტანი - ქვეყანა, რომელიც, ისევე როგორც ინდოეთი, ბირთვული იარაღით არის აღჭურვილი. ამჟამინდელი კონფლიქტი დაიწყო იმით, რომ ინდოეთმა ორი გასამხედროებულ დაჯგუფება, ”ლასხარ ე ტაიიბა” და ”ჯაიშ ე მოჰამედი” დაადანაშაულა ინდოეთის პარლამენტზე 13 დეკემბრის თავდასმაში მონაწილეობაში. ინდოეთმა თქვა აგრეთვე, რომ დაჯგუფებები პაკისტანის სადაზვერვო უწყების ხელშეწყობით მოქმედებდნენ. ბრალდებას ორივე დაჯგუფება უარყოფს, მაგრამ ორივე ამბობს, რომ გააგრძელებს წმინდა ომს ქაშმირის გასათავისუფლებლად. ”ჯაიშ ე მოჰამადის” ლიდერ, ჰასან ბურკის თქმით, მის ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, აჩვენოს ამერიკელებსა და ინდოელებს მუსლიმანების ძალა. ამასობაში რუსეთმა და ჩინეთმა ცალცალკე განცხადებებში გამოთქვეს შეშფოთება ინდოეთსა და პაკსიტანს შორის დაძაბულობის გამწვავების გამო და ორივე ქვეყანას მოუწოდეს პოლიტიკური დიალოგის განახლებისაკენ. ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერთა თქმით, მათ არ სურთ ომი, მაგრამ მზად არიან აგრესიასთან გასამკლავებლად.
XS
SM
MD
LG