Accessibility links

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიამ 27


საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიამ 27 დეკემბერს, ანუ მოწვევის დღესვე დაამთავრა მუშაობა.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიამ 27 დეკემბერს, ანუ მოწვევის დღესვე დაამთავრა მუშაობა.
რიგგარეშე სესია ასე ხანმოკლე იმიტომ იყო, რომ მთავარი საკითხის- 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იანვრისთვის გადაიდო. ამით პარლამენტმა წლეულს მუშაობა დაამთავრა. მანამდე სახელმწიფო მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ დეპუტატებს შეატყობინა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის განხილვის გადადების შესახებ. ჯორბენაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულმა, უმეტესწილად უარყოფითმა პოზიციამ.
XS
SM
MD
LG