Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი


2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს მკაცრად გააკრიტიკეს ფრაქციამ ”მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” და ფრაქციამ ”ახალი მემარჯვენეები”.

2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს მკაცრად გააკრიტიკეს ფრაქციამ ”მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” და ფრაქციამ ”ახალი მემარჯვენეები”.
როგორც ფრაქცია ”მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” თავმჯდომარემ, კოტე კემულარიამ განაცხადა ამ ფრაქციის პირველ პრესკონფერენციაზე, ”ბიუჯეტის პროექტი მოწოდებულია არა კორუფციასთან საბრძოლველად, არამედ ხელს უწყობს მის დაკანონებას”. ფრაქციის წევრმა, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი ბიუჯეტით სახელმწიფო შიმშილით სიკვდილისთვის გაწირავს 6 ათას ინვალიდ პენსიონერს. ხოლო კობა დავითაშვილმა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს არმიის გეგმაზომიერ ნგრევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო კავკას პრესი, რომლის თანახმად ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” პრესკონფერენციაზე ფრაქციის ერთერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს სეკვესტრისთვის განწირული უწოდა. გაჩეჩილაძის თქმით, პროექტი წუხელ, 11 საათზე შევიდა პარლამენტში და დეპუტატების დიდ ნაწილს ის წაკითხულიც კი არა აქვს.
XS
SM
MD
LG