Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების სამხედრო


შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების სამხედრო შენაერთები და თალიბანის მოწინააღმდეგე ავღანელი მებრძოლები დღესაც განაგრძობდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენის ძებნას თორა ბორის რეგიონში.

შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების სამხედრო შენაერთები და თალიბანის მოწინააღმდეგე ავღანელი მებრძოლები დღესაც განაგრძობდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენის ძებნას თორა ბორის რეგიონში.
ისინი გამოქვაბულებში დაეძებდნენ ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელზე მიმთითებელ სამხილებს. გასული კვირის მიწურულს პაკისტანის პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ ალ ყაიდის ლიდერი, როგორც ჩანს, ცოცხალი აღარ არის, და თორა ბორის ერთ-ერთ გამოქვაბულშია დასაფლავებული. მაგრამ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, მოჰამად ჰაბიილმა დღეს განაცხადა, რომ ბინ ლადენი პაკისტანშია და იმალება პაკისტანელი პოლიტიკოსის, მაულანა ფაზალ ურ რეჰმანის მეგობრებთან. ფაზალ ურ რეჰმანი სათავეში უდგას გავლენიან რელიგიურ პარტიას პაკისტანში, ”ულემა ე ისლამს”. იუწყებიან აგრეთვე, რომ კატარში დაფუძნებული ტელეკომპანია ”ალ ჯაზირა” აპირებს ბინ ლადენის მორიგი, ნახევარსაათიანი ვიდეომიმართვის ჩვენებას. როგორც ვარაუდობენ, ეს ჩანაწერი დეკემბრის დასაწყისშია გაკეთებული.
XS
SM
MD
LG