Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრ, არიელ შარონის განცხადებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრ, არიელ შარონის განცხადებით, ტერორისტული თავდასხმების რიცხვის შემცირების მიუხედავად, პალესტინელთა ხელმძღვანელობას დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე შესაძლებელი იქნება ისრაელსა და პალესტინელთა შორის მოლაპარაკების განახლება.

ისრაელის რადიოს ცნობით, შარონმა აღნიშნა, რომ დიპლომატთა შორის დიალოგი არ დაიწყება, ვიდრე ტერორს ბოლო არ მოეღება. მანვე აღიარა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ, შიმონ პერესისა და პალესტინელთა პარლამენტის თავმჯდომარე, აჰმედ კორეის შეხვედრის ფაქტი, მაგრამ დასძინა, რომ მხარეები შეთანხმებას არც კი მიახლოვებიან. დღესვე ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა, რაანან გისინმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა არ მისცემს პალესტინელთა ლიდერს, იასირ არაფატს ბეთლეემში ქრისტესშობის მართლმადიდებლურ დღესასწაულზე დასწრების უფლებას, თუ არაფატი მანამდე არ დააპატიმრებს ისრაელის ტურიზმის მინისტრის, რეჰავამ ზეევის მკვლელებს.
XS
SM
MD
LG